დიეტა შაქრიანი დიაბტის დროს

diabet“შაქრიანი დიაბეტი” – ეს დიაგნოზი ბევრს საბედისწერო განაჩენად მიაჩნია. უცნაურია, მაგრამ ამის მიზეზი ხშირად არც დაავადების ქრონიკული ხასიათია და არც მისი საკმაოდ მძიმე გართულებები – დაავადებულებს, უპირველეს ყოვლისა, დიაბეტთან დაკავშირებული დიეტა აშინებთ. როგორი უნდა იყოს დიეტა შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელი პროდუქტებია კატეგორიულად აკრძალული და რომელი – ნებადართული? შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტის თავისებურებებთან დაკავშირებულ ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს “ავერსის კლინიკის” ენდოკრინოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ნინო ესაკია. – ქალბატონო ნინო, რამდენად მნიშვნელოვანია დიეტა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას, რომელ პრეპარატებს უნდა დაემშვიდობოს დიაბეტით დაავადებული ადამიანი, რომელ პროდუქტებს უნდა ერიდონ და რის მირთმევა შეუძლიათ სურვილისამებრ? – უნდა ვაღიაროთ, რომ დიეტოთერაპია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია. პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა არის შაქრიანი დიაბეტი და როგორი დიეტაა აუცილებელი მისი კონტროლისთვის. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულს კატეგორიულად ეკრძალება შაქარი და შაქრის შემცველი ნაწარმი – კომპოტები, მურაბები, კანფეტები, ნამცხვრები. მკვეთრად უნდა შეიზღუდოს თეთრი ფქვილის ნაწარმი და ცომეული, ასევე – ცხოველური წარმოშობის ცხიმი, ტკბილი ხილი – ყურძენი, ლეღვი, ბროწეული, თუთა, კარალიოკი… ნებადართულია რუხი პური, მჭლე ხორცი და თევზი, ხილი (ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა) და ბოსტნეული. – რამდენი პურის მიღებაა რეკომენდებული? არის თუ არა ნებადართულ პროდუქტებს შორის კარტოფილი? – პურის რეკომენდებული ოდენობა თითოეული კვებისას 50-80 გრამია, ზუსტი რიცხვი კი პაციენტისთვის, სიმსუქნის ხარისხის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განისაზღვრება. დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ, მიირთვან ორი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი – მოხარშული ან ზეთში შემწვარი. თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ კარტოფილი პურეულია, ის პურის მაგივრად მიიღება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარტოფილთან ერთად პურის მიღება არ არის მიზანშეწონილი. – ნებადართული პროდუქტების მიღება ნებისმიერი ოდენობით შეიძლება? – ნებადართული საკვების განუსაზღვრელი ოდენობით მიღება არ შეიძლება. ასეთი პროდუქტები, მაგალითად, ხბოს, წიწილის, საქონლის მჭლე ხორცი, თევზი, მოხდილი რძის პროდუქტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ განსაზღვრული ოდენობით, ზომიერად. მიღების დროც მკაცრად უნდა იყოს დადგენილი. მაგალითად, საღამოს შვიდი საათის შემდეგ არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით ხორცის ან რძის ნაწარმის მიღება, ვახშამი დაბალკალორიული და მსუბუქი უნდა იყოს. – რაზეა დამოკიდებული მისაღები საკვების ოდენობა? – პაციენტს ულუფა ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განუსაზღვროს. დიეტის შერჩევა ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის კომპეტენციაა. ამ დროს მხედველობაშია მისაღები პაციენტის სქესი, ასაკი, წონა. ყურადსაღები ფაქტორებია დაავადების ხანგრძლივობა და პაციენტის ფიზიკური აქტივობა. აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს სისხლში გლუკოზის შემცველობა დიეტის დანიშვნის მომენტში. გარდა ამისა, ხდება სხვა მაჩვენებლების, კერძოდ, ცხიმოვანი, ნახშირწყლოვანი, მინერალური ცვლის პარამეტრების განსაზღვრა, ყურადღება ექცევა შაქრიანი დიაბეტის ტიპს. – შეუძლია თუ არა დიაბეტით დაავადებულს, შავი პურის ნაცვლად ქართველებისთვის ტრადიციული მჭადი და ღომი მიირთვას? – რასაკვირველია, დიაბეტით დაავადებულს შეუძლია მჭადიც მიირთვას და ღომიც, ოღონდ რაციონალურად. ამ პროდუქტების შეუზღუდავი გამოყენება დაუშვებელია. მჭადი უნდა იყოს მშრალად, უცხიმოდ გამომცხვარი. – რას ნიშნავს პურის ერთეულები, როგორ ხდება მათი გამოთვლა? – პურის ერთეულების გამოანგარიშება საჭიროა მხოლოდ I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, იმ პაციენტთათვის, რომელთაც ინსულინოთერაპია უტარდებათ. არსებობს სპეციალური ცხრილები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ, რამდენი პურის ერთეული რამდენ ერთეულ ინსულინს შეესაბამება და რამდენ პურის ერთეულს შეიცავს ამა თუ იმ საკვების განსაზღვრული რაოდენობა. მაგალითად, დადგენილია, რომ 1 პურის ერთეული (პე) უდრის 12,5 გრამ სუფთა ნახშირწყლებს. შესაბამისად, ნახშირწყლების შემცველობიდან გამომდინარე, ცნობილია, რამდენ პურის ერთეულს შეიცავს ესა თუ ის საკვები. გამოთვლით შეგვიძლია გავიგოთ, რამდენი ინსულინია საჭირო მიღებული საკვების ასათვისებლად ანუ რა რაოდენობის ინსულინი უნდა გაიკეთოს პაციენტმა ამა თუ იმ საკვების მიღებისას. ექიმის დახმარებით პაციენტები სწავლობენ ინსულინის საჭირო რაოდენობის გამოანგარიშებას. პურის ერთეულების გამოთვლა აუცილებელია, რათა პაციენტმა ადვილად აკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე – ბევრს მიაჩნია, რომ დიეტის დარღვევისას სისხლში გლუკოზის შემცველობის მატების თავიდან აცილება შესაძლებელია ინსულინის ან ტაბლეტირებული პრეპარატის დოზის გაზრდით. როგორია ენდოკრინოლოგის პოზიცია ამის თაობაზე? – არამც და არამც არ შეიძლება, პაციენტმა თვითნებურად შეცვალოს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზა. მსგავს თვითმკურნალობას არცთუ იშვიათად მოსდევს ჰიპოგლიკემიური (სისხლში გლუკოზის შემცველობის დაცემით განპირობებული) კომა და მისი გართულებები. თუ პაციენტმა ვერ მოახერხა დიეტის დაცვა და სისხლში გლუკოზის შემცველობამ მკვეთრად მოიმატა, ექიმთან დაკავშირება აუცილებელია. – რით შეუძლია დიაბეტიანს, დაიკმაყოფილოს ტკბილის მიღების მოთხოვნილება? – ტკბილის მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელია ნებადართული ხილის, ბოსტნეულის ან სპეციალური დიაბეტური ტკბილეულის მიღებით, რომლის შეძენაც დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილი პროდუქტებით მოვაჭრე მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ ასეთი პროდუქტების ყოველდღიურად მიღება არ შეიძლება. – როდის უფრო მკაცრი უნდა იყოს დიეტა – ინსულინით მკურნალობისას თუ ტაბლეტირებული პრეპარატების მიღებისას? – დიეტა ორივე შემთხვევაში აუცილებელია. ზოგიერთს ჰგონია, რომ დიაბეტის ინსულინით მკურნალობის შემთხვევაში შეუძლიათ დიეტა აღარ დაიცვან და დაარღვიონ საკვების მიღების რეჟიმი. ეს მცდარი შეხედულებაა. ინსულინით მკურნალობისას მიღებული საკვების ოდენობა ინსულინის დოზას უნდა შეესაბამებოდეს. ჭარბი საკვები შესაძლოა სისხლში გლუკოზის შემცველობის მატების მიზეზად იქცეს, ხოლო ინსულინის ინექციის შემდეგ კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიურ კომას იწვევს. – ჩვენი საუბარი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ხომ არ შესთავაზებდით დიაბეტით დაავადებულებს სანიმუშო მენიუს? – დიაბეტით დაავადებულმა საკვები უნდა მიიღოს დღეში 4-5-ჯერ. რაციონალურად უნდა იყოს გადანაწილებული დღის განმავლობაში კვების დრო – სასურველია კვება 8.00, 12.00, 16.00, 19.30 საათზე. დილის ულუფა შეიძლება იყოს ხაჭო, ნადუღი ან ყველი ცოტაოდენ პურთან ერთად, ჩაი ან უშაქრო ყავა. მეორე კვებისას, 12 საათზე, რეკომენდებულია ცოტაოდენი ხორცი ბოსტნეულის სალათთან ერთად, რუხი პური, დასაყოლებლად – ხილი. სადილი 16 საათზე უნდა იყოს კალორიული, სრულყოფილი, რათა პაციენტი დანაყრდეს. რეკომენდებულია ხბოს ან წიწილის სუპი, ბორშჩი ან ბულიონი ცოტაოდენ ხორცთან ერთად, პური, ბოსტნეულის სალათი და ხილი. ვახშამი, რომლისთვისაც შესაფერისი დრო 19.30 საათია, დაბალკალორიული უნდა იყოს. რეკომენდებულია წიწიბურას ან ჰერკულესის ფაფა და მაწონი ან კეფირი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მე მოვიყვანე დიეტის ზოგადი მონახაზი, თითოეული პაციენტისთვის კი აუცილებელია ინდივიდუალური, პირადად მისთვის, მისი დაავადების თავისებურებათა გათვალისწინებით განსაზღვრული დიეტა, რომლის შედგენაც მხოლოდ ენდოკრინოლოგს შეუძლია. დიეტა არის საფუძველი, რომელსაც ემატება სხვა სამკურნალო საშუალებები. დიეტასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, რათა მიღებული კალორიები დაიხარჯოს. სამწუხაროდ, დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, მისი განკურნება თანამედროვე მედიცინას არ ძალუძს, მაგრამ სწორი მკურნალობის წყალობით პაციენტს შეუძლია, დიდხანს შეინარჩუნოს სრულფასოვანი ცხოვრება და თავიდან აიცილოს დაავადების გართულებები. მკურნალობის უმნიშვნელოვანესი მომენტი კი სწორედ დიეტაა.

რჩევები ვისაც ნაღვლის ბუშტი აწუხებს

nagvlis buSti

შეიძლება პროდუქტის დასახელება არ შეიძლება
ხორბლის, ჭვავის და შავი პური (წინა დღის) პურ-ფუნთუშეული დროჟიანი ცომი,
შემწვარი ფუნთუშეული, ჩებურეკი
ფაფები, განსაკუთრებით წიწიბურას და ჰერკულესის ფაფა; მაკარონი, ვერმიშელი; მარცვლეული და მაკარონი
მოხარშული ძროხის, ქათმის, ინდაურის, კურდღლის უცხიმო ხორცი; გამომცხვარი ან ორთქლზე მომწადებული. ხორცი ცხიმიანი ხორცი (ღორის, ცხვრის) და ფრინველის ხორცი (ბატი, იხვი)
უცხიმო მოხარშული თევზი თევზი შემწვარი თევზი
ქათმის, ხილის, რძე/მაწვნის სუფი; არა-ძლიერი ბულიონი (ხორცის და თევზის); ბორშჩი, შჩი ვეგეტარიანული სუფი თევზის და სოკოს სუფი
ხაჭო, მაწონი, კეფირი, არა-ცხარე ყველი (გამდნარიც შეიძლება) რძის პროდუქტი
კარაქი მცირე რაოდენობით; ზეთი 20-30 გრ/დღეში ცხიმი ცხოველური წარმოშობის ცხიმები
ნებისმიერი ბოსტნეული მოხარშული, გამომცხვარი ან უმი; ხილი და კენკრა უმი და მოხარშული(მჟავეს გარდა) ხილი და ბოსტნეული ისპანახი, ხახვი, ბოლოკი, კენკრა
მშრალი პეჩენია საკონდიტრო ნაწარმი ტორტი, კრემი, ნაყინი, გაზიანი სასმელი, შოკოლადი, ალკოჰოლური სასმელები
დაკონსერვებული პროდუქტი ცხარე, შემწვარი, შებოლილი
ბოსტნეულის და ხოლოს წვენები, კამპოტი, კისელი, ასკილის ჩაი სასმელი ალკოჰოლური სასმელები, მუქი ჩაი, ძლიერი ყავა
შეზღუდული რაოდენობით, დღეში 3-ჯერ 100-200 მლ, ჭამამდე ნახევარი-ერთი საათით ადრე. მინერალური წყალი

შეიძლება თუ არა პურის მიღება დიეტის დროს?

bread

პური არის ჯანსაღი ბალანსირებული დიეტის განუყოფელი ნაწილი,  იგი ორგანიზმისთვის საწვავის ფუნქციას ასრულებს, უფრო აქტიურს გვხდის.პურის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ რომ იყოს მთლიანი მარცლის პური.თეთრი პური ძირითადად მზადდება რაფინირებული ფქვილით და ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი იკარგება. Canada’s Food Guide -ის რეკომენდაციით ადამიანმა საშუალოდ 6-8 პორცია პური უნდა მიიღოს დღის განმავლობაში.

დიეტის დროს რეკომენდირებულია  ჭვავის პურის მიღება. ჭვავის პური  გამოირჩევა დაბალკალორიულობით და აღდგენს ორგანიზმში მინერალების ბალანსს.

esakia

გვირჩევს ქალბატონი ნინო ესაკია.

 

ქულების (კრემლის) დიეტა

fit

დღეში 40 ქულა და ნაკლები – გახდომა;
დღეში 40–60 ქულა – არც მოიმატებთ და არც დაიკლებთ;
დღეში 60 ქულა და მეტი – გასუქება.
60 ქულა არის მაქსიმალური დღიური ნორმა სპორტით დაკავებული მოზრდილი მამაკაცისთვის.

პროდუქტი რაოდენობა ქულა
მოხარშული თევზი ან საქონლის ხორცი 100 გრ. 0 ქულა
რძე, კეფირი 0,5 ლ. 10ქულა
შემწვარი თევზი, ხორცი 1 00 გრ. 5ქულა
ხაჭო, ყველი, იოგურტი 100 გრ. 5ქულა
კატლეტი, შემწვარი ღორის ხორცი 100 გრ. 7ქულა
არაჟანი, ნაღები, მაიონეზი, ცხიმი 1 ს.კ. 3ქულა
მოხარშული სოსისი 1 ც. 1ქულა
კეტჩუპი 1 ს.კ. 1ქულა
მოხარშული კვერცხი 1 ც. 1ქულა
ხილი 100 გრ. 5ქულა
შებოლილი ან დამარილებული ხორცი, ძეხვი 1 ნაჭერი 6ქულა
ფორთოხალი 1 ც. 2ქულა
ერბოკვერცხი ორკვერცხიანი 7ქულა
ხილის სალათი 1 პორცია 11ქულა
უმი ბოსტნეულის სალათი შეუკმაზავი 1 პორცია 5ქულა
მიუსლი 1 პორცია 5ქულა
მოხარშული, ან ჩათუშული ბოსტნეული 1 პორცია 10ქულა
ტორტი 1 პორცია 25ქულა
ლობიო, კარტოფილი, ფაფა 1 თეფში 20ქულა
ნამცხვარი 1 ც. 19ქულა
მაკარონი 1 თეფში 25ქულა
ორცხობილა, ბლინი, კანფეტი, შოკოლადი 1 ც. 9ქულა
შემწვარი კარტოფილი 1 თეფში 25ქულა
შაქარი 1 ჩ.კ. 12ქულა
ბოსტნეულის წვნიანი 1 პორცია 8ქულა
მურაბა, ჯემი, თაფლი 1 ს.კ. 4ქულა
მუხუდოს წვნიანი 1 პორცია 35ქულა
წვენი, კოქტეილი, ღვინო 1 ჭიქა 10ქულა
ბოსტნეულის წვნიანი ხორციანი 1 პორცია 16ქულა
ჯინი, კონიაკი, ლიქიორი 50 გრ. 13ქულა
ფუნთუშა 100 გრ. 28ქულა
ტომატის წვენი 1 ლ. 8ქულა
პური ნაჭერი 3ქულა
ჩაი, ყავა, მინერალური წყალი 1 ჭიქა 0 ქულა

უგულავას დიეტა

ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.

ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.

დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს

თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა

სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I – მშიერი
საუზმე და სადილი – 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი – 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე – ცილები
საუზმე – 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი – 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი

III დღე – ბოსტნეული
საუზმე – 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი – ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი – 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე – განსაკუთრებული
საუზმე – ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი – 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი

V დღე – ცილოვანი
საუზმე – 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი – 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე – ბოსტნეული
საუზმე – 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი – ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი – 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე – განსაკუთრებული
საუზმე – ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი – 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი

IV კვირა
ორშაბათი – 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი – 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი – 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი – 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი – 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი – 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა – 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი

წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

5 ხშირად დასმული შეკითხვა დიეტოლოგთან

dietologs kitxvebi

  1. გავხდები თუ არა უფრო მალე თუ საერთოდ არ ვივახშმებ?

-ვახშმის მიღება აღარ უნდა მოხდეს 6-7 საათის შემდეგ, ნიშველოვანია რომ სწორედ 6-7 საათზე შედგეს იგი. თუ საერთოდ არ ივახშმებთ წონის კლების პროცესი შეჩერდება, რადგან ორგანიზმი მირთმეულს უფრომ ხანგრძლივ პერიოდზე გადაანაწილებს, ეს კი თავის მხრივ ნივტერებათა ცვლის შეფერხებას იწვევს. შედეგად კი კლების პროცესის შეფერხებას ვიღებთ.

  1. შემიძლია თუ არა დიდი რაოდენობით ხილის და კენკრის მიღება დიეტის დროს?

–         დიდი დოზით ხილის და კენკრის მიღება აისახება წონაზე.ხილი და კენკრა უფრო სასარგებლოა ვიდრე რაფინირებული შაქარი რადგან ფრუქტოზას შეიცავს, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ იგი არანაკლებ კალორიულია.აღსანიშავია რომ ვაშლი, ციტრუსი, ქლიავი, კივი,საზამთრო, ანანასი გაცილებით მეტ უჯრედს სეიცავს ვიდრე შაქარს, ამიტომ ბევრ დიეტაში შევხვდებით ამ ხილს.

  1. როგორ დავაკომპლექტოთ სადილის პროდუქტები?

-სადილზე შეიძლება ბრინჯის, წიწიბურას და ბოსტნეულის შეთავსება ხორცთან, ქათამთან ან თევზთან. მაგრამ არ შეიძლება ხორცის, ქათმისა და თევზის კარტოფილთან და მაკარონთან ერთად დაგემოვნება. ეს ორი გარნირი სადილზე მხოლოდ ბოსტნეულთან და ყველთან ერთადაა მისაღები. ამგვარად, თუკი წყალზე დამზადებულ ბოსტნეულის წვნიანს მიირთმევთ კარტოფილით, მეორე კერძი ბიფშტექსი არ უნდა იყოს. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ საჭმლის მონელების პროცესს და დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას.

  1. როგორ შევარჩიოთ სწორი პროდუქტები ვახშმისთვის?

-ხორცი, თევზი და ქათამი ვახშამზე მხოლოდ დამოუკიდებელ კერძებად შეიძლება მიირთვათ. არანაირი კომბინაციები მათი მონაწილეობით არ დაიშვება. სხვაგვარად დაძინებამდე მირთმეულის მონელებას ვერ მოასწრებთ და ვახშამი დილით სასწორზე აისახება.

  1. აუცილებელია ვარჯიში დიეტის დროს?

-რა თქმა უნდა, გახდომას სპორტის გარეშეც მოახერხებთ. მაგრამ ზედმეტი არაა იმის ცოდნა, რომ ფიზიკური დატვირთვა კუნთებს ტონუსში ამყოფებს, ამკვრივებს კანს, სილუეტის კორექციას ახერხებს, სისხლს ჟანგბადით ამდიდრებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ანუ, თუ არ გსურთ ფინიშთან დაკიდებული კანით, მოხრილი და მოდუნებული კუნთებით მიხვიდეთ, ვარჯიში აუცილებლად მოგიწევთ. გარდა ამისა, სპორტი  მობილიზებაში გეხმარებათ და უფრო თანმიმდევრულს გხდით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი გახდომის გზის გამარჯვებით დასრულებას აპირებთ.

ჯანსაღი კვება ორსულებისთვის

400_F_45102697_MUN7wC61FlKBkiQWzT8KxY1oarEH7HOJ

სწორიკვებაცხოვრებისყველაზესაპასუხისმგებლოეტაპზე

ორსულობისას აუცილებელია ეცადო იყო უფრო ყურადღებით თუ რას ჭამ, რადგან საკვები, რომელსაც იღებ შენ, არის შენი ბავშვის მთავარი მკვებავი წყარო. რაციონალური კვებისთვის უმნიშვნელოვანეს პირობას განსაზღვრული კვების რეჟიმის დაცვა წარმოადგენს, რომლის დარღვევა ზიანს აყენებს დედას და არაკეთილსაიმედოდ მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ამის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია სწორი კვება. იხილეთ ჯანსაღიკვების პირამიდა რომელზეც აღნიშნულია დაბალანსებული რაციონის პროპორციები.

იმ  ძირითად პროდუქტებს შორის,(ბოსტნეული,ორაგული, ცირვცელი, კვერცხი,ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტები) რომელიც აუცილებელია ორსულობის დროს ერთერთი მნიშვნელოვანია მთლიანი მარცვლებით დამზადებული პური.

                                                                   

როგორც ხედავთ, ნუტრიციოლოგები და დიეტოლოგების მიერ დასმულ პირამიდაში ყველაზე დიდი წილი მოდის პურის პროდუქტებზე ნიშანდობლ მთლიანი მარცვლებისგან 4-დან 8 პორციამდე.

პურპროდქტებიდან კი რატომ ჭვავის პური?  

„პურების ომში“ გამარჯვებული საბოლოოდ მაინც ჭვავის პურია. საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი,რომ როდესაც მარცვალი მუშავდება, ბოჭკოვანი და საკვებისთვის მდიდარი ექსტერიერი იკარგება. ჭვავის პურის შემთხვევაში კი პირიქით, რადგან ის სასარგებლო ნივთიერებები რაც საჭიროა ორგანიზმისთვის მოთავსებულია ჭვავის მარცვლის შიგნით. უფრო მეტიც, მთლიანი მარცვლით დამზადებული ჭვავის პური 2–ჯერ მეტ ნუტრიენტს( მკვებავს) შეიცავს ვიდრე ხორბლის ფქვილი. ჭვავის პური ნაკლებად წებოვანია და უფრო მკვრივი, რაც უფრო დიდხანს რჩება ორგანიზმში. სწორედ ამის გამოა ჭვავის პური დიეტის შემადგენელი აუცილებელი ნაწილი.

თუ თქვენ გინდათ დააბალანსოთ და აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა, აუცილებელია მიირთვავთ ფაფები და  ჭვავის პური, რომელიც ნამდვილად დამზადებულა  მთლიანი ჭვავის მარცვლებით, სადაც მარცვლის მთლიანი შემადგენლობაა და მისი თითოეული კომპონენტი არ არის დაკარგული.

სწორედ ამის გამო ურჩევენ დიეტოლოგები ლიტვური საცხობის ჭვავის პურს მათ პაციენტებს.

რატომ არის სასარგებლო მთლიანი ჭვავის მარცვვლით დამზადებული პური

ექპერტები გირჩევენ – ყველამ, ქალმა, კაცმა,ახალგაზრდამ თუ ასაკიანმა უნდა მიირთვას ჭვავის პური, რომელიც დამზადებულია მთლიანი ჭვავის მარცვლებით. მაგრამ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ორსულებისთვის  მთლიანი ჭვავის მარცვლით დამზადებულ პურს.

მთლიანი მარცვალითდამზადებული პური ამცირებს გულის დაავადებების რისკს, კიბოს საფრთხეს, დიაბეტს გაჩენის ალბათობას და ამცირებს სიმსუქნის რისკს როგორც დედის ასევე ნაყოფის ორგანიზმში. მთლიანი ჭვავის მარცლის პურის მიღებით ბავშვის ჩასახვის მომენტიდან იწყებთ ზრუნვას მის სწორად ფორმირებაზე, რაც სამომავლოდ მრავალი დაავადების თავიდან არიდების შესაძლებლობას მოგცემთ.მთლიანი მარცვლებით დამზადებულ ჭვავის პურში ცილების, ფოსფორის, რკინის და კალიუმის შემცველობა გაცილებით მაღალია ვიდრე ხორბლის პურში. ეს ასევე  არის კარგი წყარო თუთიის, სპილენძის და სელინის, უფრო მეტიც შეიცავს ბოჭკოვან ნივთიერებებს. იგი აძლიერებს იმუნო სისტემას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიის წყაროთი და ათავისუფლებს მრავალი ალერგიისგან.  ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ მთლიანი მარცვლებით დამზადებულ ჭვავის პურს, ნაკლებად იმყოფებიან ზემოთ ჩამითვლილი დაავადებების რისკის ქვეშ და ქოლესტერინის რაოდენობა მათ ორგანიზმში ნორმის ფარგლებშია.

ჭვავის პურის სწორად შერჩევით შეამცირებთ ქოლესტერინის შემცველობას თქვენს ორგანიზმში , რაც საზიანოა როგორც ორსულის ასევე ნაყოფისთვის. ჭარბიქოლესტერინისგან თავის დასაცავად საჭიროა დიეტა, მაგრამ მხოლოდ დიეტა არ არის საკმარისი. ქოლესტერინის მომატების დროს, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გან ვითარების რისკი 16 ჯერ იზრდება.

ამას თავი რომ ავარიდოთ აუცილებელია:

  1. მიიღოთ მთლიან ჭვავის მარცვლით დამზადებული პური და დამატებით მზეზუმზირის მარცვლებს შეგვიძლია მივმართოთ. მზესუმზირას თესლები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს. (ფიტოსტერინი– ბუნებრივი წარმოშობის ქიმიკატი), რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალურითვისება.
  2. ის ეირნოთ სუფთა ჰაერზე ყოველდღე. მოძრაობა სიცოცხლეა. ამდროს იწვის ქოლესტერინიდან ნაკლები შანსია, რომ სისხლძარღვებზე დაილექოს.
  3. უარი ვთქვათ ,,ფასტ-ფუდზე“. სწრაფი მომზადების მრავალი პროდუქტი – პოპ-კორნი, ფუნთუშა, ჩიპსები, – შეიცავენ ტრანს-ცხიმებს. უარი თქვით ამპროდუქტებზე და ამით თქვენს სისხლში 2-ჯერ შემცირდება ქოლესტერინის დონე.

მზესუმზირას თესლის გული არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დაპოპულარული “ფუნქციონალური საკვები” რომელსაც აქვს ძალიან მაღალი კვებითი ღირებულება და შეუძლია სხეულის უზრუნველყოფა სასარგებლო ელემენტების უდიდესი ნაირსახეობით. მზესუმზირა ის შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს და ორსულებისთვის და მათი ნაყოფისთვის სასარგებლო მიკროელემენტებს.
D ვიტამინს მზესუმზირა უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე – ვირთევზასღვიძლი. იგი დადებითად მოქმედებს კანისა და ლორწოვანის მდგომარეობაზე, ასევე აუცილებელია ძვლების ზრდისა და განვითარებისათვის (განსაკუთრებით, ბავშვებში).
მზესუმზირა ასევე შეიცავს სხვა ცხიმში ხსნად ვიტამინებს, როგორიცაა А და Е ვიტამინები, ასევე В ჯგუფის ვიტამინებს.

 

კალორიების რაოდენობა პროდუქტებში

Captureრძის ნაწარმი
რძე აციდოფილური – 83
თხის რძე – 68
ძროხის რძე 3,5%-იანი – 64
ძროხის რძე 3,2%-იანი -58
ძროხის რძე 2,5%-იანი – 53
ძროხის რძე 1,8%-იანი – 47
ძროხის რძე 1,5%-იანი – 43
ძროხის რძე 1,0%-იანი – 41
ძროხის რძე 0,5%-იანი – 39
რძე უცხიმო – 33
რძე ცხვრის – 107
რძის ფხვნილი უცხიმო – 360
რძის ფხვნილი – 479
შესქელებული რძე უშაქრო – 131
შესქელებული რძე შაქრით 8,5%-იანი – 315
შესქელებული რძე მოხარშული – 84
რძე ლაქტოზის დაბალი შემცველობით 2,0%-იანი – 50
ნაყინი რძის – 114
ნაყინი პლომბირი – 223
ნაყინი ნაღების – 187
ნაყინი ჩამოსასხმელი „მაკდონალდსის“  -135
კარამელის ნაყინი „მაკდონალდსის“ -290
შოკოლადის ნაყინი „მაკდონალდსის“- 275
მარწყვის ნაყინი „მაკდონალდსის“ – 230
ნაღები 10%-იანი – 118
ნაღები 20%-იანი 205
ნაღები 30%-იანი – 287
ნაღები 9%-იანი – 107
ნადუღი – 220
იოგურტი 1,5%-იანი – 51
კეფირი 1%-იანი – 38
კეფირი 2%-იანი – 51
მაწონი – 85
არაჟანი 40%-იანი – 311
არაჟანი 20%-იანი – 210
არაჟანი 15%-იანი – 160
არაჟანი 10%-იანი – 11
ხაჭო ცხიმიანი – 226
ხაჭო ნახევრად ცხიმიანი – 156
ხაჭო უცხიმო – 86
ხაჭო დიეტური – 170
„სიროკი“ და ხაჭოს მასის ნაწარმი – 340
რძე შოკოლადით – 81

ყველი

შვეიცარიული – 346
ბელორუსის – 342
ფრანგული მოუხდელი რძის – 329
ჰოლანდიური – 357
დანიური ცისფერი ობიანი – 284
გერმანული ცისფერი ობიანი – 298
იმერული – 240
სულგუნი – 260
ქარხნის ყველი – 275
მდნარი ყველი – 226
ცხვრის 50%-იანი – 298
მოხაჭოებული ცხიმის დაბალი შემცველობით – 133
მოხაჭოებული ცხიმიანი – 175
მოხაჭოებული უცხიმო – 99
ყველეული მოხაჭოებული – 305

კვერცხი

ერთი მთლიანი საშუალოდ – 80
ქათმის კვერცხი -157
მწყერის კვერცხი – 168
კვერცხის ფხვნილი – 542
მშრალი ცილა – 336
მშრალი კვერცხის გული – 623

ხორცი

ცხვრის ბარკალი – 157
ცხვრის ბეჭი – 16
ცხვრის ნეკნი – 182
ცხვრის ფილე, სუკი – 121
ძროხის მკერდი – 258
ძროხის ცხიმიანი ხორცი – 202
ძროხის ბეჭი – 182
ძროხის მჭლე ხორცი – 184
ღორის მკერდი – 439
ღორის ცხიმიანი – 336
ღორის შებოლილი ხორცი – 124
ღორის ბეჭი – 257
ღორის მჭლე ხორცი – 137
ღორის ნეკნი – 291
ღორის ყელი – 234
ხბოს ბარკალი – 108
ხბოს ბეჭი – 105
ხბოს ამონაჭერი – 94
ცხენის ფილე, სუკი – 106
სალა -797
ძროხის ფილტვი – 69
ძროხის ტვინი – 121
ძროხის ღვიძლი – 114
ხბოს ღვიძლი – 96
ძროხის თირკმელი – 94
ღორის თირკმელი – 102
ძროხის გული – 87
ძროხის ენა – 112
ღორის ენა – 115

ფრინველი

ბატის გულ-ღვიძლი, კუჭმაჭი – 257
ინდაურის ბარკალი, თეძო – 104
ინდაურის ბარკალი, წვივი – 100
ინდაურის მკერდი, თეთრი ხორცი, ფილე – 84
ინდაურის ფრთა – 147
ინდაურის გულ-ღვიძლი, კუჭმაჭი – 129
ქათმის ღვიძლი – 92
ქათმის გული – 94
ქათმის კუჭი – 95
ქათმის მკერდი – 99
ქათამი(მუცელი) – 114
ქათამი(ფრთები) – 184
ქათამი(ბარკალი) – 158
ქათამი(ფილე) – 110
ქათამი მოხარშული – 170
ქათამი შემწვარი – 210
იხვის გულ-ღვიძლი, კუჭმაჭი – 214
წიწილის ბარკალი, თეძო – 108
წიწილის ბარკალი, წვივი – 102
წიწილის მკერდი, თეთრი ხორცი, ფილე – 86
წიწილის ფრთა – 150
წიწილის გულ-ღვიძლი, კუჭმაჭი – 139

კურდღლის ხორცი – 124
შვლის ხორცი – 106
ბოცვრის ხორცი – 156
კაკბის ხორცი – 98
ირმის ხორცი – 123
ხოხბის ხორცი – 143
მწყრის ხორცი – 128

ძეხვეული, შებოლილი პროდუქტები

ბარკალი (ღორის) ლორი, შაშხი – 242
ძეხვი დიეტური – 158
მოხარშული დიაბეტური ძეხვი – 254
მოხარშული დამარილებული ძეხვი სერვილადი – 360
ძეხვი საექიმო – 260
ძეხვი მოყვარული – 301
სოსისი რძიანი – 252
სოსისი ჩაის – 216
ცხიმიანი ძეხვეული – 322
კუპატი ძროხის – 124კუპატი ღორის – 33
სოსისი საექიმო – 221
სოსისი ყველით – 256
სოსისი შემწვარი – 182
ძეხვი დიეტური – 158
ძეხვი საექიმო – 260
ძეხვი მოყვარული – 301
სოსისი რძიანი – 252
სოსისი ჩაის – 216
ცხიმიანი ძეხვეული – 322
კუპატი ძროხის – 124
კუპატი ღორის – 332
სოსისი საექიმო – 221
სოსისი ყველით – 256
სოსისი შემწვარი – 182

ხორცის კონსერვები და მარინადები

ვიჩინა – 279
ჩათუშული საქონლის კონსერვი – 232
უმად დამარილებული მკერდის ნაჭერი – 632
ტურისტის საუზმე (საქონლის) – 176
ტურისტის საუზმე (ღორის) – 206
ძეხვის ფარში – 213
ჩათუშული ღორის კონსერვი – 349

თევზი

სვია – 131
ღორჯო – 59
ღურკანა – 147
ნაფოტა – 238
ორაგული – 90
ლოქო, ღლავი – 107
ქამბალა, სვია – 60
კარჩხანა, გოჭა თევზი – 56
კობრი, ჭანარი – 59
ციმბირული ორაგული, კეტა – 110
კეფალი – 124
ჭიჭყინა, ქარსალა ბალტიური – 95
კაპარჭინა, დამარი – 72
ორაგული – 144
სკუმბრია – 156
სალამურა – 166
მინტაი – 45
მოივა – 159
ნავაგა – 77
ღლაპუტა, თავდიდა – 86
ნოტოტენია – 124
ქორჭილა ზღვის – 108
ქორჭილა მდინარის – 71
თართი, ზუთხი – 140
ჰალტუსი – 74
ნაფოტა – 60
საირა – 81
შპროტი, ქარსალა  – 99
სარდინი – 144
ქაშაყი ატლანტიკური – 154
ქაშაყი უცხიმო – 68
სიგა – 102
სტავრიდა – 90
თინუსი – 99
გველთევზა – 140
კალმახი ზღვის – 164
კალმახი მდინარის – 97
ხეკი – 54
ქარიყლაპია, წერი – 72

ზღვის პროდუქტები

ხიზილალა წითელი – 251
ხიზილალა შავი – 203
კალმარი, ზღვის მოლუსკი – 75
მელანთევზი, სიპინი – 81
კიბორჩხალა, კიბო – 140
კრევეტი – 74
ორკარედი ნიჟარა – 51
მოლუსკი – 83
ასთაკვი, კიბო – 82
რვაფეხა – 73
კიბო – 79
ხამანწკა – 66

მცენარეული ცხიმი

მაიონეზი მაღალკალორიული – 627
მაიონეზი საშუალოდ კალორიული – 424
მაიონეზი დაბალკალორიული – 235
ზეთი არაქისის – 895
ზეთი სიმინდის – 884
ზეთი ზეითუნის – 898
ზეთი მზესუმზირის – 889
ზეთი სოიის – 878

ცხოველური ცხიმი

გამდნარი ძროხის ცხიმი – 871
ბატის ცხიმი – 891
კულინარიული ცხიმი – 797
ღორის გამდნარი ცხიმი – 871
ნაღების მარგარინი – 585
ნაღების კარაქი – 659
გამდნარი ნაღების კარაქი, ერბო – 779
ღორის ქონი გამდნარი – 880
დამარილებული ღორის ქონი – 778

მარცვლოვნები

ჰერკულესი – 355
წიწიბურა – 330
მაკარონის ნაწარმი – 350
მანანის ბურღული – 330
შვრია – 327
კანგაცლილი ქერი – 317
ფეტვი – 334
ბრინჯი – 320
ლობიო – 288
ქერი – 322

 

ფქვილი

წიწიბურასი – 330
ხორბლის II ხარისხის – 292
ხორბლის I ხარისხის – 300
ხორბლის უმაღლესი ხარისხის – 320
სიმინდისა – 325
შვრიისა – 357

პურფუნთუშეული

ფრანგული პური, ბაგეტი – 283
სახლის ბატონი – 235
ბატონი ქატოსი – 224
რძიანი ფუნთუშა – 313
შვრიის ფუნთუშა – 304
ფეტვის ფუნთუშა – 272
სოიის ფუნთუშა – 328
ჰოთ-დოგის ფუნთუშა – 339
პური თონის – 305
პური ბოროდინული – 201
სომხური ლავაში – 236
ხორბლის პური II ხარისხის ფქვილით – 220
ხორბლის პური I ხარისხის ფქვილით – 226
ხორბლის პური უმაღლესი ხარისხის ფქვილით – 233
ხორბლის პური დაცეხვილი – 188
ჭვავის პური – 214
ჭვავის პური – 239
ჭვავის ხრაშუნა კვერები – 290
სიმინდის ბურბუშელა – 366

ბოსტნეული

ბადრიჯანი – 21
ბარდა, ცერცვი – 52
ბოლოკი – 14
ბროკოლი – 19
ბულგარული წიწაკა – 22
გოგრა – 28
ზეთისხილი – 348
თალგამი – 26
ისპანახი – 16
კარტოფილი – 90
ახალი კარტოფილი – 36
კიტრი – 13
კომბოსტო – 24
ყვავილოვანი კომბოსტო  – 22
ლობიო – 228
მწვანე ლობიო – 31
ახალი მარცვლოვანი ლობიო – 66
მარცვლოვანი გამომშრალი – 241
მჟაუნა – 21
ნიორი – 89
პომიდორი – 17
პრასი – 24
სალათის ფოთლები – 11
სატაცური – 18
სიმინდის ტარო – 56
სოიის მარცვალი – 322
სტაფილო – 27
ღანძილი – 34
ყაბაყი – 17
წიწაკა მწვანე ტკბილი – 23
წიწაკა წითელი ტკბილი – 27
ჭარხალი – 37
ჭარხლის ფოთოლი – 17
ხახვი – 25
თავიანი ხახვი – 30

ხილი და კენკრა

ალუბალი – 47
ალუჩა, ტყემალი – 38
ანანასი – 40
ასკილი- 82
ატამი – 44
ვაშლატამა – 44
ბალი – 52
ბანანი – 60
ბროწეული – 52
გარგარი – 44
გრეიპფრუტი – 35
ვაშლი – 44
ზღმარტლი – 53
თუთა – 53
კივი – 46
კომში – 30
ლეღვი – 62
ლიმონი – 21
ჯოლო – 18
მანგო – 56
მანდარინი – 32
მარწყვი – 33
მაყვალი – 44
მოცვი – 45
მოცვი წითელი -41
მოცხარი წითელი – 32
მოცხარი შავი – 34
მსხალი – 47
ნესვი – 25
საზამთრო – 21
ფეიხოა – 46
ფინიკი – 281
ფორთოხალი – 33
ქლიავი – 45
ყურძენი – 69
შინდი – 41
ხურმა – 69

ჩირი

ბანანი – 260
მსხალი – 246
ქიშმიში – 277
ლეღვი – 264
გარგარი – 285
ატამი – 275
შავი ქლიავი – 227
ვაშლი – 238

თხილეული

არაქისი (მიწის თხილი) – 443
თხილი – 679
კაკალი – 425
ნუში – 452
ქოქოსის კაკალი – 363
წაბლი – 210

მარცვლეული

მზესუმზირა – 390
გოგრის თესლი – 270

სოკო

თეთრი სოკო – 23
არყა – 23
ვერხვის  სოკო – 22
წითელქუდა – 15
ქამა – 27

შაქარი, თაფლი

თაფლი ნატურალური  – 308
შაქარი – 405
კანფეტი, ნამცხვარი, ვაფლი/ვაფლი შოკოლადში – 435
ვაფლი შიგთავსით – 421
ზეფირი – 299
კარამელი – 362
კარამელი ხილის შიგთავსით – 348
კარამელი რძის შიგთავსით – 354
შოკოლადი – 549
შოკოლადი მარმელადით – 341
მარმელადი – 296
ტყლაპი, ხილის თათარა – 305
ნამცხვარი შოკოლადში – 444
პრიანიკი – 356
კექსი შიშმიშით – 302

წვენები

გარგარის – 46
ანანასის – 48
ფორთოხლის – 43
კომშის – 30
ბანანის – 60
ყურძნის – 44
ალუბლის – 45
ბროწეულის – 52
გრეიფრუტის – 40
მსხლის – 33
მანგოს – 55
მანდარინის – 35
სტაფილოს – 43
სტაფილოსა და ფორთოხლის – 40
სტაფილოსა და ატმის – 43
სტაფილოსა და ვაშლის – 46
ლიმონის – 30
ატმის – 48
ჭარხლის – 44
ქლიავის – 48
პომიდვრის – 13
ბლის – 59
შავი მოცხარის- 53
ვაშლის – 42

უალკოჰოლო სასმელები

კოკა-კოლა – 42
კოკა-კოლა ლაითი – 0
ყავა უშაქრო – 0
მინერალური წყლები – 0
ხილის გაზიანი სასმელები შაქრით – 41
ხილის გაზიანი სასმელები სახარინით – 0
პეპსი-კოლა – 42
პეპსი-კოლა ლაითი – 0
ჩაი უშაქრო – 0

სხვა პროდუქტები
მდოგვი – 172
ჟელატინი – 300
კაკაოს ფხვნილი – 373
კეტჩუპი – 102
კარტოფილის სახამებელი – 342
სხვადასხვა სუნელი – 0
მარილი – 0

კერძები

ბურვაკის ნეკნი მოხარშული 189 (65 გრ.)
შემწვარი ღორის ხორცი 200
კატლეტი 185
ქაბაბი 174
კუპატი 220
ხინკალი 127 ( 1 ცალი)
მწვადი 120
ქათმის სალათი 70
სოკო ნიგვზით 81
ლობიო 81
სუპი 50
ბორში უხორცო 20
ჩიხირთმა 34
ტოლმა 54
ჩაქაფული (ხბოს) 70
ბატკნის 88
საცივი 145.5
ბაჟე 161
შემწვარი კარტოფილი 102 (ძველი) 56 (ახალი)
პიურე 105
ოლივიე 128
მწვანე ლობიო ნიგვზით 52
ისპანახი ნიგვზით 81
ხმელი ლობიო ნიგვზით 285
ჭარხალი ნიგვზით 54
აჯაფსანდალი 47
ნიგვზიანი ბადრიჯანი 112
ხაში 120 (150 გრ.)
ძროხის ხორცი 187
ძროხის ტუშონკა 231
ბრინჯი 320
ღორის ხორცი (ცხიმიანი) 489
ღორის ხორცი (უცხიმო) 315
ძროხის ხორცი 148-258
ძროხის ტუშონკა 231
ცხვრის ხორცი 157
ხბოს ხორცი 94-108

ჯანსაღი კვების რაციონი -ჯანმრთელობისა და მოხდენილობისთვის

132061e41929

რა არის ჯანსაღი კვება?

ჯანსაღი კვება ნიშნავს რომ სწორად დაბვვაკომპლექტოთ დღის რაციონი, მოცემულია ჯანსარი კვების პირამიდა რომელიც დადასტურებულია ასევე Canada`s food guide-ის მიხედვით.სწორი კვების სედეგად თავს უფრო კარგად იგფრძნობთ და შეინარჩუნებთ და ხელს შეუწყობთ ორგანიზმის გაჯანსაღებას, იქნებით უფრო აქტიური და დაავადებების რისკებსაც შეამცირებთ, მიაღწევთ და შეინარჩუნებთ ჯანსაღ წონას.

როგორ ვიკვებოთ ჯანსარად?

  1. იკვებეთ სწორი პროდუქტებით.
  2. მიიღეთ თქვენი ასაკის, სქესის შესაბამის პროპორციებით საკვები.
Recommended Number of Food Guide Servings per Day
Children Teens Adults
2-3 4-8 9-13 14-18 Years 19-50 Years 51+ Years
Girls and Boys Female Male Female Male Female Male
Vegetables and Fruit 4 5 6 7 8 7-8 8-10 7 7
Grain Products 3 4 6 6 7 6-7 8 6 7
Milk and Alternatives 2 2 3-4 3-4 3-4 2 2 3 3
Meat and Alternatives 1 1 1-2 2 3 2 3 2 3
  1. წაიკითხეთ პროდუქტების ეტიკეტები შეძენამდე და შეარჩიეთ ჯანსღი საკვები.
  2. შეზღუდეთ მაღალჯკალორიული, ცხიმიანი, შაქრიანი და სოდიანი საკვები და სასმელი.

არჩევანი ჯანსაღ პროდუქტებზე შეაჩერეთ

  • ბოსტნეული(რომელიც მუქი მწვანე ან სტაფილოსფერია)
  • ხილი
  • მთლიანი მარცვლეული, ბრინჯი, წიწიბურა, ჭვავის ტლიანი მარცვლის პური.
  • დაბალცხიმიანი რძე(1%-2%)
  • თევზეული
  • ხორცი(კანი და ცხიმები მოაცილეთ)
  • ხორცის სემცვლელები(სოიო, ლობიო).

რომელი პროდუქტები უნდა შევზღუდოთ?

  • ნამცხვრები
  • ბისკვიტები
  • ნაყინი და გაყინული დესერტები
  • შოკოლადი და კანფეტები
  • ფრი და  სწრაფი კვების პროდუქტები.
  • ჩიფსები
  • ალკოჰოლი
  • გამაგრილებელი გაზიანი სასმელები
  • ენერგეტიკული სასმელები
  • შაქრიანი ცხელი და ცივი სასმელები.